მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებულია ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი

ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე,საკონსერვოს დასახლებასთან, სამგზავრო მატარებელი მსუბუქ მანქანას დაეჯახა.

რადიო თბილისის ინფორმაციით, დაშავებული ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი სალომე ფაცაციაა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტურია და პირველადი ინფორმაციით მას ხელი აქვს მოტეხილი.ის დამატებითი კვლევებისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button