მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შეიზღუდება თუ არა სააღდგომოდ გადაადგილება

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება უწყების გეგმა ცნობილი, დაწესდება თუ არა, რაიმე შეზღუდვები.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა

“ჩვენთვის, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე ვიფიქროთ.

ამ ეტაპისთვის, ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე. საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით. რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან, ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე, გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა, დღესასწაულებთან მიმართებაში,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button