სპორტი

ნეიმარს პარიზში დარჩენა აღარ სურს. ფეხბურთელმა მოლაპარაკებები შეწყვიტა

29 წლის ბრაზილიელი ფორვარდი პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს. მან ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. მისი ყველაზე დიდ სურვილი კვლავ ბრაზილიაში დაბრუნებაა.

ნეიმარს საფრანგეთში კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულება 2026 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ბრაზილიელი ამაზე არ თანხმდება.

რაც შეეხება, ბარსელონას,კატალნ კლუბი მზადაა, ნიჭიერი თავდამსხმელი გუნდში დააბრუნოს, თუმცა ბოლო დროს მედია ამ საკთხზე უკვე აღარ ატიურობდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონადან რეკორდულ თანხად, 222 მლნ ევროდ იყიდა, თუმცა ამჟამად იმის საშიშროების წინაშე დგას, რომ მასში ვერანაირი საფასური ვერ მიიღოს.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყვლა ტურნირში 21 მატჩი ითამაშა. 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button