სააკაშვილი შეთანხმების დოკუმენტს ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილი,”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერონ. მიმართვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
„ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და ძალიან შორს არის იმისაგან, რაც რეალურად გადაწყვეტდა კრიზისს. მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, როგორც გიორგი რურუა, შეწყდეს პოლიტიკური დევნა. ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ყოველგვარი გირაოსა და დამამცირებელი პირობების გარეშე. მას შემდეგ რაც ნიკა მელია ამ პირობების გარეშე დატოვებს საპატიმროს, მინდა მოვუწოდო “ნაციონალურ მოძრაობას” ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში, არის მთავარი მეორე პუნქტი ასევე. შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობის ჩამოშორების თაობაზე”
შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი ასევე. შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების, ესე იგი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43 პროცენტიანი ბარიერიანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ეს არის რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. ამიტომ შემოდგომაზე იქნება ეს რეფერენდუმი და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისათვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიის ფარგლებში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.