მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კახეთში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა.

მამაკაცს, დენმა ძლიერი ქარისგან დაზიანებული კაბელების შეკეთების დროს დაარტყა.

ელექტროენერგიის დარტყმით გამოწვეული შოკის შედეგად, კომპანიის თანამშრომელი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის მიზეზად, სავარაუდო დაუდევრობა სახელდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

“ენერგო პრო ჯორჯიას” კახეთის წარმომადგენლობაში განმარტეს, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს, ელექტროენერგია ყოველთვის გათიშულია. ამიტომ, რა გახდა, 59 წლის ნოდარ ფრიდონაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button