მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რუსთავი2-ი კიდევ ერთმა ტელეწამყვანმა დატოვა

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 კიდევ ერთმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თეონა ცხომელიძემ „რუსთავი 2“ დატოვა.

„ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე“, – წერს ცხომელიძე საკუთარ ფეისბუკზე და დასძენს: „არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია“

ვაკო ავალიანი, რომელმაც “მაესტროს” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში დატოვა, “რუსთავი 2”-ისა და “პრაიმტაიმის” ჰოლდინგის ერთ-ერთ დირექტორად დაინიშნა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ჰოლდინგის დირექტორები არიან აშშ-ის მოქაქალაქე ზაზა გველესიანი და ვაკო ავალიანი.

სწორედ ავალიანის ხედვებს უკავშირებენ “რუსთავი2”-დან წამოსული სახეები არხის დატოვებას.

ავალიანი 2014-2015 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილეც იყო. უფრო ადრე კი “რუსთავი2”-ის კორესპონდენტი.

2021 წლის მარტში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და “პრაიმ-ტაიმმა” ერთობლივი ჰოლდინგის დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება. ბიზნესრეესტრის თანახმად, მხარეებმა სააქციო საზოგადოება “მედია ჰოლდინგი” შექმნეს.

საჯარო რეესტრის თანახმად, სს “მედია ჰოლდინგის” 90%-იან წილს – “პრაიმ-ტაიმი”, 10%-იან წილს კი “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” ფლობს.

კომუნიკაციების კომისიის იურიდიული რეესტრის მიხედვით, “მედია ჰოლდინგის” ავტორიზაციაში “კომედი არხის” და “მარაოს” მაუწყებლობის უფლებაც შედის.

თავის მხრივ, ახალი მედიაჰოლდინგის 90%-იანი წილის მფლობელი კომპანიის – “პრაიმ ტაიმის” 50%-50%-იან წილებს თამარ ფხაკაძე და გიორგი ქუთათელაძე ფლობენ.

“რუსთავი 2”-ის 100%-იან წილს კი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფლობს. კერძოდ, მას პირდაპირ ეკუთვნის არხის 60%-იანი წილი, ხოლო დანარჩენ 40%-იან წილს კი შპს “პანორამას” მეშვეობით ფლობს.

გურამ როგავა: გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button