საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის ქვეყნებისას-ღარიბაშვილი

სასამართლო რეფორმაზე ერვოპარალემნტარების კრიტიკას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს.პრემიერის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემა “ბევრად წინ უსწრებს” ევროკავშირის ქვეყნებისას.
“ჩვენ კარგად ვიცით, როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. მას შემდეგ, არაერთი რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარშვალდებული გახადა ეს სისტემა.
საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევით დასტურდება ეს.
ჩვენ რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.