მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის შემდეგ პური გურჯაანშიც გაძვირდა

თელავის შემდეგ, პური გურჯაანშიც გაძვირდა. დაახლოებით ნახევარ კილოგრამიანი პურის ფასმა, 20 თეთრით მოიმატა.მომხმარებელს საცხობებში 1 ლარის, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში კი, 1 და 10 თეთრის გადახდა უწევს.

საცხობების მფლობელების განმარტებით, პურზე ფასის მატება, ძირითადად ფქვილის გაძვირებას მოჰყვა.

” ერთ ტომარა ფქვილზე ფასი, საშუალოდ ხუთი ლარით გაიზარდა. გაძვირებულია ელექტროენერგია, გაზი, ამიტომ მეტი გზა არ გვაქვს”- განაცხადა ერთ- ერთი საცხობის მფლობელმა.

კორონა ვირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფო ფქვილის ფასს 7 თვის განმავლობაში ასუბსიდირებდა, თუმცა 1 ივლისიდან პროგრამა შეწყდა.

არასუბსიდირებული ერთი ტომარა ფქვილის ფასი, 62- 63 ლარამდე გაიზარდა, რასაც თანდათან პურზე ფასის მატება მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button