დმანისში მომხდარ ინციდენტს კარლ ჰარცელი ეხმაურება
დმანისში მომხდარ ინციდენტს კარლ ჰარცელი ეხმაურება. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ამ შემთხვევას სათანადო კანონიერი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
“ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიული არჩევნების კამპანიაში. ამიტომ აუცილებელია ეს ქმედება დავგმოთ, როგორც ეს სხვებმა უკვე გააკეთეს. ვფიქრობ ამ შემთხვევას სათანადო კანონიერი რეაგირება მოჰყვება.
ჩვენ თვალს ვადევნებთ შედეგებს. ცხადია ძალადობა პოლარიზაციის ასპექტია, რომელიც კიდევ ერთხელ ვნახეთ საარჩევნო კამპანიის დროს. ეს ნანახი გვაქვს სხვა საარჩევნო კამპანიების დროსაც, რომელსაც მივყავართ საზოგადოებაში მკაცრ რიტორიკასთან, ასევე აზრთა სხვადასხვაობასთან.
ამას მოჰყვება იმედგაცრუება. ამიტომ ვფიქრობ საარჩევნო კამპანიის დროს უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება, პოლარიზაციის პრევენციისთვის,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.