მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთში მანქანა გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფშაველი-აბანო -ომალოს დამაკავშირებელ გზაზე.

შემთხვევა გამთენიისას, უღელტეხილის 30-ე კილომეტრზე მოხდა.

მაღალი გამავლობის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ავტომანქანაში მყოფი  ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხვადასხვა დაზიანებებით სავადმყოფოში  მოათავსეს.

ექიმების განმარტებით, მათ კვლევები უტარდებათ.

ადგილზე სამაშველო,სასწრაფო და პოლიცია ჯგუფები იყო მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button