ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

„ნობათი 2018-ს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ნობათი 2018-ს“, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა.

როგორც უწყებაში “ბიზნესრევიუს” განუმარტეს, 16 ნომერში მდებარე რძის, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „ნობათი 2018“  საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე.

“საწარმოში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, მრავალი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის, დარღვეული იყო  სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, არ ხდებობა რეცხვა-დეზინფექცია, არ ტარდებოდა სადერატიზაციო სამუშაოები, რის გამოც, საწარმოში აღმოჩენილია  მღრნელები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, წარმოებული სურსათი დაილუქა და განადგურდება სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით,” – განუმარტეს “ბიზნესრევიუს”  სურსათის ეროვნულ სააგენტოში და დაამატეს, რომ  პროდუქციის ნაწილი იყო ეტიკეტირებული და მისი იდენტიფიცირება მომხმარებელს შეუძლია ზემოთ მოცემული მისამართითა და საწარმოს დასახელებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button