მნიშვნელოვანისიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკშვილის შიმშილობა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკშვილის შიმშილობა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს და ამიტომ ახლა ერთადერთი გამოსავალი მისი გათავსუფლებაა:

“ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და უნდა გაკეთდეს, ის რაც მისი სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება” – ამბობს მელია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში არ იყოს. მან ადეკვატური მკურნალობა იქ უნდა მიიღოს, სადაც ეს შესაძლებელია. რიგი ექიმები ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. სააკაშვილი იქ  არ უნდა იყოს. აქვე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სამკურნალოდაც არ ჩამოსულა, ის სხვა პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად ჩამოვიდა, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, ბუნებრივია, რაც მისი სიციცხლის გადარჩენას მოემსახურება, ის ნაბიჯი უნდა გადავადგმევინოთ რეჟიმს.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, როგორც ადამიანი, რომელიც არა პატიმრობაში, არამედ ტყვეობაში იმყოფება, უნდა იყოს პენიტენციური სისტემის მიღმა. შესაბამისად, ტყვეობაში აყვანილ ადამიანს, რომელსაც უკვე ჯანმერთელობის მძიმე პრობლემები აქვს და შესაძლოა მისი შიმშილობა ფატალურად დასრულდეს, გამოსავალია, მისი ტყვეობიდან გათავისუფლება და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს“- თქვა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილმა ხელახალი შიმშილობა სამი დღის წინგამოაცხადა.

ამასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. როგორც მან განაცხადა  სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა სჭირდება.

პირდაპირ უნდა გაიყვანონ! საჭიროა, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, სადაც შესაძლებლობა იქნება მისი მკურნალობა. ეს ჩემი აზრი კი არ არის, ყველა ექიმი ამაზე თანხმდება. შიმშილობა მისთვის დაუშვებელია, მითუმეტეს იმ 50-ზე მეტი დღის შიმშილობის შემდეგ. ყველა გვაფრთხილებდა, რომ განმეორებითი შიმშილობა არ შეიძლება”– თქვა ალასანიამ.

შეგახსენებთ ერომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მესამე დღეა შიმშილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button