მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ უკრაინის საკითხზე პრემიერის განცხადება შეაფასა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პრემიერის სახით ძალიან საშიში პოზიცია უჭირავს.

„ჩემი აზრით, ჩვენი პრემიერის განცხადება და ზოგადად, ეს პოზიცია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭირავს მისი პრემიერის სახით, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველას ასეთი პოზიცია არ გაქვთ, არის ძალიან საშიში იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბრძოლას რუსეთი არ იგებს. როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აგებს ბრძოლას და საუბარი იმაზე, რომ არ მუშაობს სანქციები, უკრაინა მარტოა და ასე შემდეგ, გამოდის, რომ ჩვენ ვგულშემატკივრობთ არასწორ მხარეს. არასწორი მხარის გულშემატკივრობა არის ძალიან საშიში. ვის გულშემატკივრობთ დააფიქსირეთ და რაში გამოიხატება თქვენი გულშემატკივრობა, აქეთ რომ ბლატაობთ. არ იცით, რა სამარცხვინო პოზიციით მოძრაობთ ახლა? წაგებული რუსეთის მხარეს ხართ. ერთადერთი გზა გაქვთ, აქ იყვიროთ, რადგან მორალში ხართ გადანგრეულები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას აღნიშნული განცხადება უმრავლესობის დეპუტატებმა გააკრტიკეს, მათ შორის პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, რომელმაც იაგო ხვიჩიას მოღალატე უწოდა.

„ვის მორალზე ლაპარაკობ, შე მართლა ამორალურო და მოღალატე. გააჩერე ენა, არაკაცი და არაკაცების პარტია ხართ თავიდან ბოლომდე“, – მიმართა სოზარ სუბარმა.

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს. მან სწორედ ამით და ქართველი ხალხის ინტერესებით ახსნა მიზეზები, რატომ არ უერთდება საქართველო საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინასთან ომის დაწყების გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში. ამ განცხადებას უკვე მოჰყვა მწვავე კრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.

“2012 წლიდან საქართველო სულ უფრო და უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთზე. საქართველოს სამწუხაროდ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნია, მაგრამ ის, რომ რუსული პროპაგანდა ქვეყანაში დასჯადი იყოს – სრული უფლება გვაქვს ეს მოვითხოვოთ,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button