რეგიონი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 51 წლის მამაკაცი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის კახეთში 51 წლის მამაკაცი დააკავეს.
გურჯაანის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ბაკურციხეში მამაკაცის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი აღმოაჩინეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვის 6 ფაქტი გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button