მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი სააღდგომო ღვთისმსახურებას ტაძარში დაესწრება

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტრადიციულად სააღდგომო ღვთისმსახურებას ერთ-ერთ ტაძარში დაესწრება, ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმივანმა დმიტრი პესკოვმა მიაწოდა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

„მოველით, რომ ის აღდგომას ტაძარს ეწვევა, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებს“- განაცხადა პესკოვმა პუტინის სადღესასწაულო გეგმებზე საუბრისას.

ვლადიმირ პუტინი ფართო საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, უკანასკნელად ის რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გასვენებაში, ასევე 12 აპრილს, კოსმოდრომ “ვოსტოჩნიზე” სტუმრობისას გამოჩნდა, შიდა კოსმოსური ინდუსტრიის თანამშრომლებთან შეხვდარისას, სადაც ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ლუკაშენკასთან ერთად იმყოფება
გაცნობებთ რომ ლიეტუვამ უკრაინას ნაღმტყორცნები გადასცა. უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო იარაღის რაოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ვილნიუსის მიერ გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულება ათობით მილიონი ევროა. ამის შესახებ ინფორმაციას ბალტიური საინფორმაციო სააგენტო BNS ლიეტუვის თავდაცვის მინისტრზე არვიდას ანუშაუსკასზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ უკრაინას დასახმარებლად მძიმე ნაღმტყორცნები გადავეცით, რიცხვს არ დავასახელებ, მაგრამ საკმაოდ ბევრი გადავეცით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ომის 57 დღე უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერზე იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით დასავლური მედია აქვეყნებს.

„ძლიერი აფეთქებები – რუსეთის ფედერაცია გააფთრებით ბომბავს ქალაქს“, – აღნიშნა ტერეხოვმა.

მისივე თქმით, დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი რჩება ქალაქში, ხოლო მოსახლეობის დაახლოებით 30%, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები, ევაკუირებულები არიან.

მოქალაქეები, რომლებიც ხარკოვში ამ დრომდე რჩებიან, ათზე მეტ თავშესაფრად გადაქცეულ მეტროსადგურში ცხოვრობენ.

მედიის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ხარკოვი თითქმის განუწყვეტელი საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალურმა შტაბმა დღეს დილით განაცხადა, რომ რუსული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთში შეტევას დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით აგრძელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button