მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი აქციაზე მივიდა

ქართულმა ოცნებამ კი უარი თქვა, აქციაზე მისულიყო

ევროპის მოედანზე მოქალაქეები პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე იკრიბებიან. აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი, ასევე აქციაზე უკვე მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები.
აქცია მიზანი ევროპული გზის მხარდაჭერა. არ იქნება არც პოლიტიკური გამოსვლები და არც ბანერები.

აქცია მცირერიცხოვანია ,როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიებიდან მას უერთდებიან ლელო და მოქალაქეები. ქართულმა ოცნებამ კი უარი თქვა, აქციაზე მისულიყო, რაც “მოუმზადებლობით” ახსნა. გარდა ამისა, რიყის პარკში მისვლას აპირებს დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი.

“ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ხართ, ანუ პარტიული შეხვედრები. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის. […]

ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. აქ არ ვარ პრეზიდენტი. ხშირად ხან ერთ მხარეს და ხან მეორეს ავიწყდება, რომ ვარ პრეზიდენტი ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე”, – თქვა ზურაბიშვილმა.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებაზე რიგდება ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დროშები, ასევე ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებით.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მიზანი იყო, ევროპის მოედანზე დღევანდელი შეკრება არ ყოფილიყო პარტიული შეხვედრა. ზურაბიშვილის თქმით, ევროპის მოედანზე შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, დღეს გამოხატონ, რომ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს აქციაზე იმყოფება არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც სწამს, რომ საქართველოს ევროპის გარდა, სხვა მომავალი არ აქვს.

„ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ჩემი მიზანი და არჩევანი იყო, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოხატონ, რომ ჩვენ გვჯერა, საქართველოს ბედი, საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის წყნარად. სამწუხაროდ, ახლა დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ, ეს არეულობა ცოტა არ იყოს, უხერხულიც არის. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, აქ თვენთვის შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსული და რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე ვარ ერთი რიგითი, არ ვარ აქ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა, აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ და დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი – მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე, ვიდრე შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან და შემდგომ თუ საჭირო გახდა სხვა ადგილიდანაც, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს თქვენი შვილებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, 16 ივნისს ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.

ცნობისთვის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე არ მივა.

“მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე”, – თქვა მან ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

რიყის პარკში პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია დაიწყო. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, აქციაზე ხალხი თავისი ნებით მივიდა და ევროპულ მომავალ უჭერენ მხარს. რაც შეეხება 20 ივნისს დაანონსებულ აქციას – “შინ ევროპისკენ” – ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ მიდის აქციაზე, სადაც პოლიტიკური გამოსვლები იქნება:

“სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტები ვერ წავა ერთზე და არა მეორეზე ან მესამეზე”.

შეგახსენებთ, 16 ივლისს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის ჩატარების ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. აქციას არ უერთდება მმართველო გუნდი. ცნობილია, რომ აქციას დაესწრება ევროკავშირის ელჩი, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები. აქციას ოპოზიციიდან უერთდება “ლელო”, “მოქალაქეები” და პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის”.
ცნობილია, რომ დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა არ იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button