მნიშვნელოვანირეგიონი
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
ამ დროისათვის, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თუშეთის მიმართულებით, მხოლოდ კმ1-კმ16 მონაკვეთზეა თავისუფალი.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა მაისის ბოლოსათვის უკვე გაიხსნა.
თუშეთის მიმართულებით, ტურისტებისა და ადგილობრივების გადაყვანას, მაღალი გამავლობის კერძო ავტომანქანები ემსახურებიან.
თუშეთისაკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა, ყოველი წლის ოქტომბერში იკეტება და მაისში იხსნება.
ზამთრის სეზონზე, მთაში მუდმივად დარჩენილი მოსახლეობის გადადგილებასა და საკვებით მომარაგებას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება.