მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 347 ბავშვი დაიღუპა, 648 კი დაშავდა

2022 წლის 10 ივლისის დილის მდგომარეობით, მსხვერპლ ბავშვთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა – დაღუპულია 347 ბავშვი, დაშავებულია 648-ზე მეტი.

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 995-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. 2022 წლის 10 ივლისის დილის მდგომარეობით, დღე-ღამეში მსხვერპლ ბავშვთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა და შეადგენს 347-ს. დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა, დაშავებულია 648-ზე მეტი“,–წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ეს არ არის საბოლოო მონაცემები.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაიღუპა და დაშავდა:

➡ხარკოვის ოლქში – 187

➡კიევის ოლქში – 116

➡ჩერნიგოვის ოლქში- 68

➡ლუგანსკის ოლქში – 61

➡მიკოლაევის ოლქში – 53

➡ხერსონის ოლქში – 52

➡ზაპორიჟიაში – 52.

9 ივლისს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილში რუსული ჯარის მიერ საცხოვრებელი კორპუსების მორიგი დაბომბვის შედეგად 12 წლის გოგონა დაშავდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ციფრები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებების ადგილების, დროებით ოკუპირებული და გათავისუფლებულ ტერიტორიების მონიტორინგი.
უწყების ცნობითვე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2116 სასწავლო დაწესებულება. მათგან 216 მთლიანად განადგურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button