კიმ კარდაშიანმა რომის პაპს „ნარკოტიკული ნივთირება“ უწოდა
ამერიკელმა ტელევარსკვლავმა – კიმ კარდაშიანმა თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო, როცა რომის პაპა ფრანცისცეს „ნარკოტიკული ნივთიერება“ უწოდა, – გადმოსცემს The Guardian.
სომხური წარმომავლობის ტელე-დივამ საკუთარ Twitter-გვერდზე
უცნაური წინადადება დაწერა – The pope is dope. ამერიკულ სლენგზე სიტყვა dope-ს სამი მნიშვნელობა აქვს: ნარკოტიკული ნივთიერება, რეგვენი და მაგარი.
კარდაშიანის თაყვანისმცემლებმა ჩათვალეს, რომ ვარსკვლავმა პაპს შეურაცხყოფა მიაყენა და იგი კომენტარებში მკაცრად განიკითხეს:
„გაიარე რა“, „კიმ, რასეწევი?“, „რეგვენი თვითონ ხარ!“…
კარდაშიანის უცნაური პოსტი არგენტინულმა მასმედიამ არაერთმნიშვნელოვნად მიიღო, ვინაიდან რომის პაპი წარმოშობით არგენტინელია. გამოცემა Primicias Ya-მ სტატია გამოაქვეყნა, სათაურით – „კიმ კარდაშიანი რომის პაპს უტევს?“.
პოსტი „რეგვენ-პაპზე“ კარდაშიანმა 24 სექტემბერს გამოაქვეყნა. ამ დრომდე უცნობია, თუ რა იგულისხმა ამერიკული რეალითი შოუს ვარსკავლავმა, ვინაიდან მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, 22-27 სექტემბერს, რომის პაპი აშშ-ს სტუმრობდა. 24 სექტემბერს, პონტიფიკოსმა ამერიკელი მრევლი ინგლისურ ენაზე დალოცა – God bless America! (ღმერთმა დალოცოს ამერიკა).
აღსანიშნავია, რომ 34 წლის კარდაშიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლია, რომლის საღვთისმეტყველო დოგმატები ბიზანტიური მართლმადიდებლობისა და რომაული კათოლიციზმისგან მკვეთრად განსხვავდება.