15 წლის გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაშოვარში, აბაზანაში 15 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც რადიო “ჰერეთს” გამგებლის წარმომადგენელმა გია გაფრინდაშვილმა განუცხადა, “წინასწარი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდ”ა.
“გოგონამ აბაზანიდან გამოსვლა რომ დააგვიანა, დედამ მოიკითხა და ის უკვე გარდაცვლილი იყო”, – განაცხადა გია გაფრინდაშვილმა.
მომხდარს რადიო “ჰერეთთან” ადასტურებენ შს სამინისტროშიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.