“ლაგოდეხში 70 ადამიანი უმუშევარი რჩება” [Audio]
ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილი ირწმუნება, რომ თვითმმართველობა სამი აიპის გაერთიანებით დაახლოებით 70 ადამიანს მომავალი წლიდან უსამსახუროდ ტოვებს, რაც მისივე თქმით, „დანაშაული და კანონის უხეში დარღვევაა“.
გოზალიშვილის თქმით, ის მზადაა “ამ უკანონო გადაწყვეტილების” შედეგად დაზარალებულ ადამიანებს საკუთი უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, აიპი ორგანიზაციებში შტატები ხელოვნურად არის გაბერილი და მათი ხელფასების უზრუნველყოფისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები იხარჯება.
სწორედ ამიტომ, “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კულტურის ცენტრი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ტურიზმის განვითრების ხელშეწყობის ცენტრი ერთიანდება”.
გიორგი გოზალიშვილი_კახა ჯამბურია ხმა