დღეს Google-მა დუდლი წმინდა პატრიკს მიუძღვნა [Video]

საძიებო სისტემა Google-მა თავისი ლოგოტიპი საზეიმო დუდლით შეცვალა, რომელიც წმინდა პატრიკის დღეს მიუძღვნა.
ქრისტიანები წმინდა პატრიკის დღეს 17 მარტს აღნიშნავენ.
წმინდა პატრიკი (ინგლ. St.Patrick, Saint Patrick, ლათ. Sanctus Patricius, Patricus, ირლან. Naomh Pádraig,) — ქრისტიანი წმინდანი, ირლანდიისა და ნიგერიის მფარველია. მისი თაყვანისცემა გავრცელებულია კათოლიციზმში, ასევე პროტესტანტულ მიმდინარეობებში (მაგალითად, ანგლიკანურ პრესვიტერიანულ და ლუთერანულ ეკლესიებში).
მსოფლოში წმინდა პატრიკს უამრავი ტაძარი და ეკლესია მიუძღვნეს, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი — დუბლინის წმინდა პატრიკის ტაძარია, რომელიც 1191 წელს ააგეს.