ავსტრალიაში არწივმა ბავშვის მოტაცება სცადა [Photo/video]

ავსტრალიაში არწივი ბავშვს თავს დაესხა და მისი მოტაცება დააპირა, – იუწყება BBC News.

ინციდენტი შტატ ვიქტორიაში განლაგებულ ველური ბუნების პარკ Alice Springs Desert-ში მიმდინარე შოუს დროს მოხდა. არწივის მსხვერპლი 6-დან 8 წლამდე ბიჭი გახდა. შოუს დროს ბავშვი თავის მკაფიო ფირუზისფერ ქურთუკზე ელვა-შესაკრავს ხშირად ხსნიდა და კრავდა, რამაც მტაცებლის ყურადღება მიიპყრო.

მაყურებლების თვალწინ არწივი, რომელიც წარმოდგენის ერთ-ერთი მონაწილე იყო, მკვეთრად დაეშვა, ბავშვს კაპიშონში სწვდა და მისი მოტაცება მოინდომა. შემთხვევის ამსახველი სურათი ერთ-ერთმა მაყურებელმა ფირზე აღბეჭდა და სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

შეშინებულ ბავშვთან პარკის თანამშრომლები დროულად მივიდნენ, არწივი განდევნეს და შოუ შეწყვიტეს. საბედნიეროდ, მტაცებლის მიერ მიყენებული ჭრილობები სერიოზული ხასიათის არ აღმოჩნდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38273″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button