ნაზაბრაევი პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები სიურპრიზების გარეშე დასრულდა.
მოქმედმა პრეზიდენტმა ნულსულთან ნაზარბაევმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ეგზიტ-პოლის მონაცემებით, ნაზარბაევს ხმა ამომრჩეველთა 97,5-მა პროცენტმა მისცა.
პრეზიდენტმა ელექტორატს მაღალი აქტივობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ნულსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს უკვე 26 წელია, მართავს.