გერმანიაში უცნობი პირი გამვლელებს დანით თავს დაესხა: ერთი ქალი დაჭრილია

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში უცნობი პირი გამვლელებს დანით თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად, 64 წლის ქალი მძიმედ დაიჭრა. ბოროტმოქმედი მიიმალა. მისი საქციელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. რეგიონში პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული, სამართალდამცველები ბოროტმოქმედს ეძებენ, – იუწყება Die Welt.

გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების თქმით, ინციდენტის დროს კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედი 25-დან 35 წლამდე, 175-დან 185 სამტიმეტრამდე სიმაღლის, მამაკაცი იყო, რომელიც გერმანულად ლაპარაკობდა. წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი გამვლელებს დაყაჩაღების მიზნით თავს დაესხა და 3 ადამიანი დაჭრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button