ZARA – გურიაშიც შეიკერება და საქართველო ქსელში 89 ქვეყანა იქნება

თურქული კომპანია „ENA Textile“ გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს და ცნობილი ბრენდის „ZARA”-ს წარმოებას შეუდგება.

„ENA Textile“ ძირითად საქმიანობას „ZARA”-ს ტანსაცმლის წარმოება წარმოადგენს და სწორედ აღნიშნული ბრენდის სამოსის ფაბრიკის აშენება იგეგმება ქალაქ ოზურგეთში.

დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, კომპანიის წარმომადგენელს სეჩიმ სარანდის შეხვდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ პროექტის განხორცილების შედეგად საწარმო 1000-მდე ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებს.

„ გურიის რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ქალაქ ოზურგეთში არსებული ფართების შესწავლის შემდეგ მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე გადავა. ჩვენ კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“ – განაცხადა გია სალუქვაძემ ჟურნალისტებთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქალაქში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერეს და პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი” მოინახულეს, სადაც საწარმოში დასასაქმებელების გადამზადება განხორციელდება

“ზარა”ცნობილი ესპანური ბრენდია, “ზარა”- ს მფლობელი ესპანელი ამანსიო ორტეგა ბიზნესმენი, რომელიც კომპანია ,,Inditex“-ის მფლობელია, ჟურნალ ,,ფორბსის“ მილიარდელების რეიტინგში სიის სათავეშია.

ორტეგამ ,, Zara“ 1975 წელს დაარსა. 2009 დან 2014 წწ ის 45 მილიარდით გამდიდრდა, რისი მიზეზიც inditex“-ის აქციათა ფასის ზრდა იყო. კომპანია 88 ქვეყანაში Zara, Oysho, Massimo Dutti, Bershka, Pull&Bear, Zara Home, Stradivarius, – ს მაღაზიათა ქსელს ფლობს. საერთო ჯამში მაღაზიათა რაოდენობა 6 ათას 64-ს შეადგენს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button