ლარის კრიზისი – 1 დოლარი – 2.4750 ლარია
“საქართველოსა” და “თიბისი” ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4730 ლარს მიაღწია.
ამ დროის მდგომარეობით, “საქართველოს ბანკში” ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.475 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა – 2.395 ლარად, ხოლო „თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.4730 ლარად შეუძლია, გაყიდვა – 2.4000 ლარად.
„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.4750 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა – 2.4150 ლარად.
„ბანკ ქართუში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4650 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4150 ლარს მიიღებს.
სს “ტერაბანკში” 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4000 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4700 ლარს მიიღებს.
“ბაზისბანკის” ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.4700 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა – 2.4050 ლარად.
დოლარის გაყიდვაზე ყველაზე მაღალი კურსია „ხალიკ ბანკი საქართველო“-ში აქ ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.4700 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა – 2.4300 ლარად.
დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება “ფინკა ბანკში”, სადაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4520 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4260 ლარს მიიღებს.
უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დღეს 3 ნოემბერს, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4195 ლარია.