მნიშვნელოვანირეგიონი

პანკისში დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

პანკისში დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ მოსამართლეს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზურაბ გორნაკაშვილის უფლებადამცველის შუამდგომლობა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ გორნაკაშვილი ერთადერთი ბრალდებულია, რომლის სასამართლო პროცესი 4 დაკავებულს შორის ცალკე გაიმართა, თუმცა ამის მიზეზი ადვოკატმა არ იცის.

რაც შეეხება კითხვას, “იცნობდა თუ არა ზურაბ გორნაკაშვილი ახმედ ჩატაევს,” ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. პანკისში დაკავებული დანარჩენი 3 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ბრალი არ წაყენებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button