მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელი ნუკრიანი დაისეტყვა

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ნუკრიანი დიასეტყვა. სეტყვას თან ძლიერი წვიმა დაერთო.

როგორც რადიო “ჰერეთს” სოფელში სიღნაღის მერის წარმომადგენელმა რევაზ კრაწაშვილმა განუცხადა, სეტყვის მასშტაბიდან გამომდინარე მოსახლეობა არ დაზარალებულა.

მერის წამომადგენლის თქმით, რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სავარაუდოდ 1 აპრილიდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ დღეს ძლიერი წვიმაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button