Hereti FM

“ქართველ მესაზღვრეებს დღეს დააბრუნებენ”- შსს

157

“მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს დღეს, 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ორი ქართველი მესაზღვრე უკვე მესამე დღეა რუსი სამხედროების ტყვეობაში რჩება. მესაზღვრეები ლაგოდეხიდან არიან.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები რუსმა სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის პერიმეტრზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად მივიდნენ.

შსს-ს სამინისტრო ინოფრმაციას გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ადასტურებდა და არც უარყოფდა.

რადიო ჰერეთი