რეგიონისაქართველოსიახლეები

გედევან ფოფხაძე: “ეს არის ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი”

საპარლამენტო უმცირესობა განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ია კერზაიას გარდაცვალების შემთხვევის გამო პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა, რომელიც კავშირშია მომხდარ ფაქტთან.

სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია რომ საარჩევნო შტაბს ზუგდიდში ხელმძღვანელობდა გიორგი გახარია და ის, რაც #6 სკოლაში მოხდა მისი ბრძანებით განხორციელდა.

გედევან ფოფხაძე კი, სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. როგორც პარლამენტში მიმდინარე სესიაზე მმართველი გუნდის წევრმა განაცხადა, წინასაარჩევნო პროცესის მსვლელობის დროს კანონით უნდა აიკრძალოს ნებისმიერი შემოწმება სკოლებში, რათა ისეთი შემთხვევები, როგორსაც ადგილი ჰქონდა ია კერზაიას შემთხვევაში, პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ გახდეს.

მოისმინეთ სერგი კაპანაძის და გედევან ფოფხაძის განცხადებები.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button