მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საგანგებო რეჟიმი ჯანდაცვის სამინისტროში

ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, 8 იანვრიდან კი, კლინიკები 24 საათიან რეჟიმში გადავლენ.
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, მაღალი სიცხისა და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
მოისმინეთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის კომენტარი.