სასამართლოს გადაწყვეტილებით ფერმერების ქონება გაყიდვას ექვემდებარება
2014 წელს, გვალვით დაზარალებულ ფერმერთა ნაწილს, რომლებმაც მიწის გადასახადი ვერ გადაიხადეს, ქონებას უყიდიან. გადაწყვეტილება სიღნაღის სასამართლომ მიიღო. მიწების გაყიდვას შემოსავლების სამსახური ითხოვდა.
როგორც სიღნაღსა და დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ფერმერებმა განაცხადეს, მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი თხოვნა და რამდენიმე რაიონი სტიქიური უბედურების ზონად არ გამოაცხადა.
დაზარალებულთა ნაწილს ანგარიშებზე ინკასო აქვს დადებული, უძრავ-მოძრავი ქონება კი დაყადაღებულია და მისი გაყიდვა იწყება.
ფერმერები დახმარებას პრემიერმინისტრისგან ითხოვენ. როგორც ცნობილია, პრემიერ მინისტრი ამჟამად ბაქოშია, სადაც ევროპული თამაშების გასხნას უნდა დაესწროს.