მსოფლიოსიახლეები

ინდოეთში ციკლონის გამო ევაკუირებულთა რიცხვმა მილიონს მიაღწია

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტროპიკული ციკლონი ,,ფანი” დაატყდა თავს. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქი პურია, სადაც 858-წლოვანი ჯაგანნათას ტაძარი მდებარეობს. BBC Hindi-ს ცნობით,  საფრთხის შემცველი ზონებიდან მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევს და სიმძლავრით მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება. 

ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ციკლონია აზიის სამხრეთ ნაწილში. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ, ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ციკლონმა უკვე გადაუარა ორისას შტატს, ახლა ის ქვეყნის სიღრმეში მიიწევს და ანდჰრა-პრადეშისა და ტამილ ნადუს შტატებს ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button