კულტურამსოფლიოსიახლეები

აღდგომის ღამეს ანდრეა ბოჩელი სოლო კონცერტს გამართავს

2020 წლის აღდგომას, მსოფლიოში უმეტესი ეკლესია COVID 19-ის გამო დაკეტილი იქნება. მათ შორისაა მილანის საკათედრო ტაძარი, სადაც აღდგომის ღამეს ოპერის მომღერალი ანრეა ბოჩელი ცარიელ ეკლესიაში იმღერებს და მსმენელი მას LIVE რეჟიმში მოუსმენს.

კონცერტი, სახელად “მუსიკა იმედისთვის” იტალიელი ტენორის youtube არხზე, იტალიის დროით, საღამოს 7 საათზე გავა.

“წელს აღდგომის დღესასწაული ყველასთვის განსხვავებული იქნება. მხიარულება, რომელიც აღდგომას თან სდევს, შეცვალა ეპიდემიამ, რომელსაც ვერბძვით. დარწმუნებული ვარ, ანდრეა ბოჩელის საოცარი ხმა ყველას “ჩაგვიხუტებს”, რაც ამ პერიოდში ნამდვილად გვჭირდება”, – ამბობს იტალიის მერი ჯუზეპე სალა.

უნდა ითქვას, რომ საოპერო მომღერლის მიერ შექმნილმა ფონდმა 140 000 ამერიკულ დოლარზე მეტი იტალიის საავადმყოფოებს გადასცა.

ახალი კორონავირუსით, იტალიაში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 8 აპრილის მონაცემებით, 135 586 ინფიცირებულიდან, 17 127 პირი გარდაცვლილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button