Air Canada-ს ლაინერი ტურბულენტობის ზონაში მოხვდა, ათობით მგზავრი დაშავდა [Photo/video]
კანადის ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი თვითმფრინავი ძლიერი ტურბულენტობის ზონაში მოხვდა. 21 ადამიანი ძლიერი ტრავმით ჰოსპიტალიზებულია, – გადმოსცემს ტელეარხი CBC.
თვითმფრინავი შანჰაიდან ტორონტოში მიფრინავდა. Boeing 777-300ER-ის ბორტზე 332 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. ლაინერი კანადის ქალაქ კალგარიში საგანგებოდ დაფრინდა.
ავიაკომპანია Air Canada-მ განაცხადა, რომ ინციდენტის ფართომასშტაბიანი გამოკვლევა უკვე დაიწყო.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26463″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]