მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ავიაკატასტროფა ინდოეთში

ინდოეთში, ქალაქ კოჟიკოდეში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა შორის 2 პილოტია.

თვითმფრინავმა კატასტროფა 7 აგვისტოს განიცადა. აეროპორტში დაშვებისას, იგი ასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და ორ ნაწილად დაიშალა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამგზავრო თვითმფრინავი დუბაიდან მოფრინავდა. ბორტზე 184 მგზავრი (მათ შორის, 10 ჩვილი) და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button