კრიმინალიმნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ხატია დეკანოიძე დაპატიმრების მოლოდინშია

ერთიანი ნაცოონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დაპატიმრების მოლოდინშია. საქმე ეხება ისნის საოლქო კომისიის თამვჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაასრულა.

უწყება ამტკიცებს, რომ აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით 50 000 დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ კი დემონსტრაციულად კომისიის დატოვება მოსთხოვეს.
გასაჯაროვებულ მინაწერებში ფიგურირებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეც:

ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში ისიც დააკავონ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.

შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.

მოვისმინოთ პროკურატურის განცხადება და ენმ-ლიდერის,ხატია დეკანოიძის კომენტარი

მსგავსი პოსტები

Back to top button