მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 268 140 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 9 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 600 სამხედრო, 15 ტანკი და 36 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ტანკი – 4544
ჯავშანტექნიკა – 8739
საარტილერიო სისტემა – 5789
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 757
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 508
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4588
ფრთოსანი რაკეტა – 1455
გემი/ნავი – 19
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8298
სპეცტექნიკა – 870
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button