მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მორიგი თავდასხმა მოსკოვზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით იერიშის მიტანა სცადეს. მათი განცხადებით, “თავდასხმა” 26 აგვისტოს 3:00 საათზე შეაჩერეს.
მათი განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ისტრას რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, არავინ დაშავდა.

რუსული მედიის ცნობით, დროებით დაიკეტა მოსკოვის აეროპორტების, სადაც

რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მოსკოვის დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებში ფრენები ერთი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო ოცზე მეტი რეისი გადაიდო, რვა კი – გაუქმდა, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა – 18 აგვისტოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევა იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button