მნიშვნელოვანისიახლეები

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება

ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ბაზრისთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება

ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან 1-ელი იანვრიდან შეიზღუდება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში იმპორტი.
რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა დღეს, 12 ივნისის მთავრობის სხდომაზე.
“გადავწყვიტეთ, ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება”, – თქვა ღარიბაშვილმა და განმარტა ისიც, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევა 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის – 2025 წლის პირველი იანვრიდან.

“ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი”, – დაამატა პრემიერმა და აღნიშნა ისიც, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად ზომავს ჰაერის ხარისხს და ქვეყანაში ორი პრობლემური დამაბინძურებელი გამოიკვეთა, მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი.
ღარიბაშვილმა მოსალოდნელი რეგულაციის მიზეზად ჰაერის დაბინძურება დაასახელა:

“ქვეყანაში ორი პრობლემური დამაბინძურებელი გვაქვს: მყარი ნაწილები და აზოტის ორჟანგი. ბოლო 4 წლის გაზომვის შედეგები აჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგის ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტია… ეს პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქშია, ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება”.

მანვე განაცხადა, რომ აიკრძალება საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი, რადგან “ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი”.

“ბიზნესად არის გადაქცეული კატალიზატორების საკითხი. შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების ქვეყნიდან გატანა”, – თქვა ღარიბაშვილმა სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მსხვილ ქალაქებში ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ბაზრისთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება, ვინაიდან, წინა წლის მონაცემებით, ევრო 5 სტანდარტის ავტომობილების იმპორტი სრული მონაცემის 58%-ს შეადგენდა.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, იმ დროისთვის, როდესაც კანონი ძალაში შევა, 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილები, მინიმუმ 11 წლის იქნება, რაც მისი თქმით, საკმაოდ ძველია, ამიტომ კანონი ქვეყანაში შემოსული ავტომობილების ძირითად ღირებულებაზეც დიდ გავლენას არ მოახდენს.

„ბოლო წლების განმავლობაში, ევრო 5 სტანდარტის ავტომობილების იმპორტი გაცილებით იზრდება, რაც ძალიან კარგია. იმპორტის შეზღუდვა ბაზრისთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება, ვინაიდან, წინა წლის მონაცემებით, ევრო 5-ის სტანდარტის ავტომობილების იმპორტი 58%-მდე იყო. თუ ავიღებთ ამ წლის ხუთ თვეს, მსგავსი ავტომობილების რიცხვი 65%-მდე გაიზარდა. ბოლო წლების განმავლობაში, მთლიან იმპორტში ევრო 5 ავტომობილების რიცხვი ძალიან იზრდება და ეს მნიშვნელოვანია.

ჩვენ, აუცილებლად, უნდა ვიზრუნოთ ეკოლოგიასა და გარემოზე, ეს მნიშვნელოვანია. ამის გამო ვახსენე, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ეს სტანდარტი მიღებული აქვს. 2024 წლისთვის 2013 წლის ავტომობილები 11 წლამდე იქნება და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკის მანქანა უკვე საკმაოდ ძველია, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში შემოსული ავტომობილების ძირითად ღირებულებაზეც დიდ გავლენას არ მოახდენს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში კატალიზატორების ექსპორტი შეჩერდეს. მისი თქმით, მთავრობა გამოსცემს ცალკე დადგენილებას, რომლითაც საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორებს და შემდეგ უცხოეთში ყიდიან. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

„უკვე ექვსი წელია, ჩვენ საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება სისტემატურად. ასევე, ჩვენ დავგეგმეთ სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის გაუმართავი ავტომობილები. რიგ შემთხვევაში, ვიცით ამის თაობაზე, რომ ერთგვარ ბიზნესად არის გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ გამოვცემთ ცალკე დადგენილებას და აიკრძალება ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა, რადგან სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან კატალიზატორს და შემდეგ ყიდიან უცხოეთში. ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მალე შედეგი გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ. პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო სისტემატურად დაიწყებს ხარისხის შემოწმებას, ასევე ავტომობილების. უკვე მიმდინარე წლიდან ჩვენ დავიწყებთ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს გზებზე, სპეციალური აპარატურის საშუალებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ჰაერის დაბინძურების მიმართულებით აღნიშნული საკითხი მთავარი პრობლემის გამომწვევია.

მსგავსი პოსტები

Back to top button