მნიშვნელოვანისიახლეები

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

4 მარტის დილის 10:00 საათიდან დაიწყო სტუდენტობის მსურველი აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაცია. გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლებისას სტუდენტს აფინანსებს მხოლოდ ერთხელ.

განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია.

ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება.
სპეციალობის მიხედვით, სხვადასხვა უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალს – აბიტურიენტი თითოეულ ჩასაბარებელ საგანზე 10 ლარს იხდის. გასულ წელს ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ონლაინ რეგისტრაციაა ასევე ერთადერთი გზაა იმ სტუდენტებისთვის, ვინც სწავლობს და სურს გრანტის მოპოვება.
დღესვე დაიწყო მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაციაც. ამ შემთხვევაში საფასური 50 ლარია. გამოსაცდელი ფასდება ოთხი კრიტერიუმის მიხედვით: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში. რეგისტრაცია დასრულდება 4 აპრილს, 18:00 საათზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button