მნიშვნელოვანისიახლეები

პირველი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით საქართველოში 22 ადამიანი დაიხრჩო

მიმდინარე წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ელი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი – მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი – ტბაში, 1 არასრულწლოვანი კი აუზში დაიხრჩო.

რაც შეეხება ზღვაში, მდინარეში, ტბაში, აუზზე გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 67 ადამიანი გადაარჩინეს
რამდენად დაცულია უსაფრთხოება საქართველოს კურორტებზე. სტიქია და უბედური შემთხვევების რაოდენობის ზრდა სულ უფრო აქტუალურს ხდის კითხვას სამაშველო სამსახურის შესახებ. შოვში მომხდარზე რეაგირება, და მაშველების არარსებობა სიონის წყალსაცავზე, სადაც გუშინ მოზარდი დაიხრჩო, ბოლო დღეების ყველაზე კრიტიკული ნიშნულია. ფაქტია, რომ ტრაგედიები შესაძლოა არც ისეთი მტკივნეული ყოფილიყო შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პერსონალის არსებბის შემთხვევაში. და ასეთი კრიტიკული მდგომარეობა მთელ საქართველოზე ვრცელდება. გამართულად მაშველების სამსახური მხოლოდ ზღვისპირა რეგიონებში მოქმედებს და არსად სხვაგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button