რეგიონი

“საქართველოს ბანკის” ზუგდიდის სათაო ოფისში სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს შენობაში არ უშვებენ

“საქართველოს ბანკის” ზუგდიდის სათაო ოფისში სამართალდამცავები შესასვლელთან დგანან და აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი ბანკის პოლიტიკას აპროტესტებს.
კონკრეტულად კი ერთ-ერთ დევნილის ოჯახს სახლიდან გამოსახლება ემუქრება. მას ბანკმა ეტაპობრივი გადასახადი მოუმატა და არავითარ დათმობაზე არ მიდის.

აქციის მონაწილეებს შორის არიან პენსიონერები და ის მოქალაქეები, რომელთაც ბანკებში სახლები აქვთ ჩადებული.

ისინი შიშობენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ და ბანკი მათ სახლს გაუყიდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button