მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელმა ღაზის მოსახლეობისთვის საევაკუაციო დერეფნები ცოტა ხსნის წინ გახსნა

ისრაელმა ღაზის მოსახლეობისთვის საევაკუაციო დერეფნები ცოტა ხსნის წინ გახსნა – ამ მარშრუტით უსაფრთხოდ გადაადგილება მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეეძლებათ და ამ პერიოდში მოსახლეობა ჩრდილოეთ ნაწილის დატოვებას შეძლებს. „ისრაელის თავდაცვის ძალები არ განახორციელებს ოპერაციებს ამ მარშრუტის გასწვრივ ამ პერიოდის განმავლობაში“, – აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

მათი განმარტებით, მოსახლეობამ, მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი უნდა დატოვოს და სამხრეთით გადავიდეს.

”დარწმუნებული იყავით, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა უკვე უზრუნველყვეს მათი და მათი ოჯახების უსაფრთხოება”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. მიუხედავად ევაკუაციის გაფრთხილებისა, ჰამასი პალესტინელებს მოუწოდებს, ეს ბრძანება უგულებელყონ.

ისრაელის ჯარის პრესსპიკერი, ჯონათან კონრიკუსი აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ცდილობს, ღაზის სექტორის მოსახლეობას ევაკუაციაში ხელი შეუშალოს. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჰამასი, რომლისთვისაცაა “ადამიანის სიცოცხლე არაფრად ფასობს”, მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისა და სამხრეთისკენ გადაადგილებისკენ აქტიურად უშლის ხელს.

ისრაელმა 13 ოქტომბერს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა – კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა – გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მეორე დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ტერიტორიისკენ გადაადგილების შესახებ ხელახლა მოუწოდეს – IDF-ის პრესსპიკერმა მოსახლეობას ურჩია, ეს მათივე უსაფრთხოებისთვის გაეკეთებინათ, რადგან თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად, ჰამასის ლიდერებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.

ევაკუაციის გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა გარკვეული ჯგუფების, მათ შორის დასავლელი ლიდერების მხრიდან. მაგალითად, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელის მითითება ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე, შესასრულებლად შეუძლებელია.

რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.

“ჰამასის” ირიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მიერ შურისძიების მიზნით ღაზის სექტორის დაბომბვისას 2200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელმა ღაზის სექტორის მოსახლეობას მიმართა, დაიტოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button