მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავიორუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.

„სამწუხაროდ, ბატონს, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში, დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“ – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.

ინფორმაციისთვის, 485 ადამიანიდან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button