კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

სოფელ გურჯაანში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის დირექტორი, გელა ორველაშვილი ადასტურებს

საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო.

” რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა  ჰქონდა, თავში, კისერში და კიდურებზე. ჩავატარეთ რეანიმაციული ღონისძიებები, მაგარ შედეგი არ გამოიღო, გული აღარ ამუშავდა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გარდაცვლილი შემოიყვანეს”- განაცხადა ორველაშვილმა

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ გურჯაანში, ორ ოჯახს  შორის არსებული კონფლიქტის გამო, ერთ-ერთმა მათგანმა,  ცოლ- ქმარს, სანადირო თოფიდან ესროლა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button