თსუ-ში 8 დღიანი პროტესტი დასრულდა

8 დღიანი პროტესტი დასრულებულია – აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გვიან ღამით დატოვეს – გამოაქვეყნეს მანიფესტიც.

სტუდენტური აქციების მონაწილეები აარსებენ მოძრაობას აუდიტორია 115-ს და ქმნიან სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭოს. სტუდენტები ითხოვენ დაიშალოს აკადემიური საბჭო, მისი სტრუქტურა და არჩევის წესი. უცვლელი რჩება მოთხოვნა თვითმართველობის ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და განათლების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

სტუდენტები ე.წ. ოდეერებისგან უნივერსიტეტის სრულ გაწმენდასაც ითხოვენ. ამისთვის დაგეგმილია სპეციალური დოკუმენტის შემუშავება, რომელსაც სტუდენტები მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილავენ.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ერთი თვის ვადაში ვერ მოხერხდება, აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები აქციების განახლებას არ გამორიცხავენ.

გამოყენებულია რადიო “თავისუფლების” ფოტო

მსგავსი პოსტები

Back to top button