სპორტი
საშინელი მარცხი კოსოვოსთან. საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზეა

ყატარი 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში კოსოვოს უმასპინძლა და საკუთარ კარში ჩაჭრილი გოლით საშინელი მარცხი განიცადა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე კოსოვსთვის ეს პირველი გამარჯვებაა. მას არანაირი საფეხბურთო ისტორია არ გააჩნია, თუმცა სტუმრად მოპოვებული 3 ქულა დაიმსახურა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე დავით ხოჭოლავამ ლორიას კარში ჩაჭრა. სანიოლის შეგირდებიდან გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე და ლევან შენგელია აკლდა და ნაკრებსაც დაეტყო.
მრავალი სახიფათო მომენტის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მეტი თამაში და ყველაზე ნაკლები ქულა აქვს. პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, ბოლო ადგილზე კი 1 ქულით საქართველოს ნაკრებია.