შოთა რეხვიაშვილი დევნილს მოუწოდებს, საეჭვო გარიგებებში მონაწილეობა არ მიიღონ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ყველა დევნილს მოუწოდებს, არ მიიღონ საეჭვო გარიგებებში მონაწილეობა.

თაღლითობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს, ის სამინისტროში არ მუშაობდა და მისთვის უცნობია ამ პირის ვინაობა.
რაც შეეხება ბინების გადაცემის საკითხს, როგორც შოთა რეხვიაშვილი ამბობს 2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში 400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია განიხილავს 11 ათასზე მეტ განაცხადს და დაგენილი კრიტერიუმების მიხედვით იმსჯელებს.

დევნილებს გადასაცემი ბინებიდან 200 ე.წ. ოლიმპიურ სოფელში და 200 კი დადიანის ქუჩაზე გადაეცემათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ლაშა შ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბერში ლაშა შ. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button